განათლება • 1700053449 33
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. თსუ-ის რვა პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია. „ხშირად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამ ინსტიტუციის საშუალებით იღრმავებენ ან ეუფლებიან ახალ პროფესიებს სხვადასხვა მიმართულებით. შრომის ბაზარზე ამ ადამიანებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია“. როგორც რექტორმა აღნიშნა, სტუდენტებს თსუ-ში დახვდებათ განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი სტუდენტური სივრცეები; მათთვის ლექციებს წაიკითხავენ სფეროს პროფესიონალები. „მინდა თავი იგრძნოთ ამ უნივერსიტეტის სრულფასოვან ნაწილად. თქვენ ხართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. თქვენ უნდა შექმნათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისეთი განათლება მივცეთ ჩვენს სტუდენტებს და ისეთი თაობა აღვზარდოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს ჩაიბარებს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობაც. მისი თქმით, მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე პროგრამა დაემატება, მათ შორის, შეიქმნება ერთობლივი პროგრამა ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.
მარიამ ხმიადაშვილი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ ისწავლის. „ძალიან საინტერესო სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდის თვალსაზრისით“,- განაცხადა მარიამ ხმიადაშვილმა.
2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
2023 წლის მიღებაზე 400 ადგილზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. პროფესიული პროგრამების სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და...
საზოგადოება • 1701347503
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ავტოსატრანსპ...
საზოგადოება • 1701347358
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი