განათლება • 1700234190 41
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.
საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ალექსანდრე კუხიანიძის წვლილზე პოლიტოლოგიის მიმართულების განვითარებაში. რექტორის თქმით, მის სამეცნიერო შემოქმედებას ბევრი იცნობს, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში პოლიტოლოგიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების შემოტანა. “ჩვენს უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის სწავლების განვითარებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავდაპირველად მისი მონაწილეობით დაიწყო სახელმძღვანელოებზე მუშაობა.” - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. რექტორის ინიციატივით, უნივერსიტეტი გამოსცემს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულს, რომელშიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების სამეცნიერო სტატიები შევა, ასევე, გამოიცემა მისი შრომები.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ აღნიშნა, სამეცნიერო კონფერენციისთვის შეირჩა თემა, რომელზეც ალექსანდრე კუხიანიძე მუშაობს. „მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ფაკულტეტისთვის და ბევრი სტუდენტი აღზარდა. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა სალომე დუნდუამ.
პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მოხსენება „დემოკრატია და კრიმინალური სახელმწიფო“ წაიკითხა.
სამეცნიერო კონფერენცია “დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციის თემა იყო დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობდნენ თემაზე მომუშავე მკვლევრები და პროფესორები. ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. საკონფერენციო სტატიები გაივლის რეცენზირებას და კრებულის სახით გამოქვეყნდება.
კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა პროფესორმა ლუიზ შელიმ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ) თემაზე: კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის გლობალური აღზევება.
გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს
სოცმედია • 1701356482
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი