განათლება • 1700465577
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.
საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ალექსანდრე კუხიანიძის წვლილზე პოლიტოლოგიის მიმართულების განვითარებაში. რექტორის თქმით, მის სამეცნიერო შემოქმედებას ბევრი იცნობს, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში პოლიტოლოგიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების შემოტანა. “ჩვენს უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის სწავლების განვითარებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავდაპირველად მისი მონაწილეობით დაიწყო სახელმძღვანელოებზე მუშაობა.” - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. რექტორის ინიციატივით, უნივერსიტეტი გამოსცემს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულს, რომელშიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების სამეცნიერო სტატიები შევა, ასევე, გამოიცემა მისი შრომები.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ აღნიშნა, სამეცნიერო კონფერენციისთვის შეირჩა თემა, რომელზეც ალექსანდრე კუხიანიძე მუშაობს. „მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ფაკულტეტისთვის და ბევრი სტუდენტი აღზარდა. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა სალომე დუნდუამ.
პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მოხსენება „დემოკრატია და კრიმინალური სახელმწიფო“ წაიკითხა.
სამეცნიერო კონფერენცია “დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციის თემა იყო დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობდნენ თემაზე მომუშავე მკვლევრები და პროფესორები. ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. საკონფერენციო სტატიები გაივლის რეცენზირებას და კრებულის სახით გამოქვეყნდება.
კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა პროფესორმა ლუიზ შელიმ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ) თემაზე: კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის გლობალური აღზევება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევ...
საზოგადოება • 1725894768
საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკო...
პოლიტიკა • 1725893431
„ქართული ოცნება” ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ კამპანია - ასე ეხმაურება ქარელში მომხდარ ინციდენტს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელ...
პოლიტიკა • 1725893127
"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის უკვე...
პოლიტიკა • 1725892334
საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გა...
საზოგადოება • 1725892228
ხალხის ძალა მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, "თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ე...
პოლიტიკა • 1725891255
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი