ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა
განათლება • 1695811715

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის: დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ყაზახეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი,პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის თემაა „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმოიხილა სოციალისტური რეალიზმის ეპოქის მოვლენები ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართულებით. მან ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შესთავაზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოსცეს ანთოლოგია სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ლიტერატურაზე. „სოციალისტური რეალიზმი არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სიმპოზიუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა. მასში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ლიტერატურის, არამედ თეატრისა და კინოს მკვლევრები, ასევე - ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები. ღონისძიების მიზანია სოციალისტური ეპოქის მწერლობისა და ხელოვნების ძირითადი და დარგობრივი ტენდენციების შეფასება.
„სოციალისტური რეალიზმი არის ყველაზე გვიანდელი კულტურული გამოცდილება არა მარტო საქართველოსი, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ სოციალისტური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. ვფიქრობ, ვალდებული ვართ გადავხედოთ, გადავსინჯოთ და ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი დასკვნები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ პერიოდის კვლევის დროს არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.
28, 29 სექტემბერს სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები მუშაობას განაგრძობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: მრგვალი მაგიდა „ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი“, ხელოვნებათმცოდნეების - თეო ხატიაშვილისა და გოგი გვახარიას მოდერატორობით; დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით, სახელწოდებით „მწერლები მწერლობის შესახებ“, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მანანა კვაჭანტირაძისა და ფილოლოგიის დოქტორის ადა ნემსაძის მოდერატორობით. მონაწილეობენ: ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, კატო ჯავახიშვილი, რეზო თაბუკაშვილი და სხვ; შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ მწერალ და კინორეჟისორ ნანა ექვთიმიშვილთან.

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968641