ჯაბა სამუშიამ სანჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

Ysu

უნივერსიტეტთან (სამხრეთ კორეა) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მედიცინის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევით თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სამხრეთ კორეელ მეცნიერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი უკვე თანამშრომლობს სანჯის უნივერსიტეტთან და მემორანდუმზე ხელმოწერით ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. „მედიცინის მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან სამედიცინო სფეროში დიდი გამოცდილება გაქვთ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება Primo Vascular System-ის  (პირველადი მილოვანი სისტემა) ერთობლივი  კვლევა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა მობილობა, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა სხვა ერთობლივი კვლევითი პროექტი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაფართოოთ თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ვაწარმოოთ ერთობლივი კვლევები და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი უნივერსიტეტების მკვლევრებისთვის განვახორციელოთ ერთობლივი პროგრამები“,-განაცხადა სანჯის უნივერსიტეტის პროფესორმა სანგ-სუკ ლიმ.

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორისდიმიტრი კორძაიას თქმით, სანჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გახდება  Primo ascular System -ის კვლევისა და სწავლების დასაწყისი საქართველოში, რაც განხორციელდება თსუ მედიცინის ფაკულტეტზე და თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში.

ვიზიტის ფარგლებში, კორეელი მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებშიისინი წაიკითხავენ საჯარო ლექციას ახალ, ფართო სამედიცინო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ სისტემაზე - პირველად მილოვან სისტემაზე (Primo ascular System).

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
19 წლის სანდრო
ვიდეო: „სანდროს ეპილეფსია აქვს, გუშინ დედას გასტაცეს სპეცრაზმელებმა და არის მძიმედ ნაცემია“ - 19 წლის ბიჭის ოჯახის წევრი

სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში.   დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თ...

პოლიტიკა 1733559568

მთავარი არხი
მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია - "მთავარი არხის" განცხადება

"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზა...

პოლიტიკა 1733559368

ცაჰკნა
"ქართული ოცნების" ლიდერები და პრემიერი უკვე დიდი ხანია ატყუებს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ თავად ქართველ ხალხს“ - ცაჰკნა

"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგ...

პოლიტიკა 1733559172

ქალი ლიდერებ
"სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს" - მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილს ავრცელებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგ...

პოლიტიკა 1733557838

ირაკლი ტაბლიაშვილი
„დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანალ დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს“ - ირაკლი ტაბლიაშვილი

ირაკლი ტაბლიაშვილი: დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანა!დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს!

სოცმედია 1733555854

სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

პოლიტიკა 1733555653