ჯაბა სამუშიამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან უნივერსიტეტში კვების ობიექტების გახსნის საკითხი განიხილა

განათლება 1700110935    30

კვების ობიექტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უნივერსიტეტში კვების ახალი ობიექტების გახსნის საკითხზე იმსჯელეს.

 

ჯაბა სამუშიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტების ინიციატივას და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან უკვე იგეგმება თსუ მეათე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  კვების ახალი ობიექტების გახსნა. აღსანიშნავია, რომ კვების ობიექტების მოწყობის თემაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად ტენდერი ვერ შედგა და უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად უზრუნველყოს სტუდენტებისთვის კვების ობიექტების მოწყობა.

 

რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ  ის აქტიურად ადევნებს თვალს კვების ობიექტების მუშაობას, იმისათვის, რომ ხარისხი და უსაფრთხოება მუდმივად იყოს პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც  კოორდინირებას გაუწევს შესრულებულ სამუშაოებს.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ყველა ამ ობიექტში საკვების ფასი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.

 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა დააფიქსირეს საკუთარი საჭიროებები, მოსაზრებები და ინიციატივები, მათ შორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ფასების ხელმისაწვდომობა და კვების ობიექტებში მათი დასაქმების შესაძლებლობები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტურისტი
ნახეთ ვიდეო - შალახოზე აცეკვებული ირანელი ტურისტი

გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს 

სოცმედია 1701356482

პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729