ჯაბა სამუშიამ თსუ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

განათლება 1695036744    40

თსუ სწავლის დაწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებელსა და 25 ათასზე მეტ სტუდენტს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „მიხარია, რომ ყოველწლიურად სულ უფრო საინტერესო, განათლებული, თავდაჯერებული ახალგაზრდები მოდიან უნივერსიტეტში. სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელთაც აქვთ უნარი იმისა, რომ ისწავლონ, იკამათონ და განვითარდნენ. თითოეული უნივერსიტეტელი, პროფესურა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწოდებული ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სწავლა უფრო შინაარსიანი და სტუდენტობა უფრო საინტერესო გახადონ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ რექტორი  და შვიდივე ფაკულტეტის დეკანები შეხვდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ 6200-ზე მეტ პირველსემესტრელს. ფაკულტეტების დეკანებმა, ლექტორებმა სტუდენტებს სასწავლო პროგრამების, პროექტების, პრაქტიკის, საერთაშორისო პარტნიორების, გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რექტორი ჯაბა სამუშია პირველსემესტრელებს უნივერსიტეტის ისტორიაზე, ფასეულობებზე, მისიაზე ესაუბრა.  ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა  და იმათზეც, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა  მოიპოვა

 

საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს  საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.

 

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: მოეწყო სასწავლო კორპუსების გარე სივრცეები, რამდენიმე სასწავლო კორპუსში განახლდა სააუდიტორიო ინვენტარი, სასწავლო კორპუსების დერეფნებსა და ჰოლებში მოეწყო სტუდენტური და საპროფესორო სივრცეები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი ქალები
საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695897141

ლიკა
პატარა ლიკამ დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695895320

ირე ლიზა
„იარე ლიზას“ სცენარისტის პირველი კომენტარი სკანდალური ჩვენების შემდეგ

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას"  სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...

საზოგადოება 1695895231

შეაწუხე ირაყლი
"ირაყლის" გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...

პოლიტიკა 1695894881

გოგოტიშვილი
„ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“- „ოცნების“ რომელ დეპუტატზე საუბრობს თენგო გოგოტიშვილი

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“ 

სოცმედია 1695894739

ლავროვი
„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი“ - ლავროვი

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...

პოლიტიკა 1695894633