განათლება • 1727358936
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით გაიმართა.
ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
სიმპოზიუმი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. სიმპოზიუმი წელს პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი - ქალაქი ქუთაისი - იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა ლიტერატურის მიმართულებით. შესაბამისად, საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის საერთაშორისო სიმპოზიუმის ქალაქ ქუთაისში ჩატარების შესახებ. წლევანდელი სიმპოზიუმის თემაა - „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები.“
სიმპოზიუმის ადგილობრივ და გლობალურ მნიშვნელობაზე, ქართული სიმბოლიზმის ფორმირების პროცესში ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებულ ფუნქციაზე ისაუბრა თსუ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა რატიანმა.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე სტროევი და კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი პროფესორი ლუჩია ბოლდრინი.
სიმპოზიუმის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. სიმპოზიუმის პარტნიორი ორგანიზაციაა: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) – ქუთაისი - იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი, სასტუმრო არგოს ისტორიული შენობა.
“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...
პოლიტიკა • 1728064206
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...
პოლიტიკა • 1728063959
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1728038502
ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...
სოცმედია • 1728038343
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...
პოლიტიკა • 1728037948
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია". "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...
პოლიტიკა • 1728037666
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი