ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის ანგარიში თსუ-ში
განათლება • 1718862360

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2023“-ის ანგარიშის ფარგლებში ფოტოგამოფენა "ჯავახეთი 2023" გაიმართა.
სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან დღემდე პროექტში 2500- ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი შეხვდა. მისი თქმით, ექსპედიცია არა მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათისაა, არამედ სტუდენტების კომუნიკაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. „მოხარული ვარ, რომ თსუ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ექსპედიციებში. ეს არის უნივერსიტეტის მესამე მისიის თვალსაჩინო მაგალითი - ჩვენი სტუდენტების აქტივობა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ემსახურება“- განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.
ექსპედიცია დაფინანსდა თსუ-ს სტუდენტური პროექტების ფარგლებში. ექსპედიციის მთავარი მიზანია საქართველოს ერთ-ერთი კუთხით - ჯავახეთით სტუდენტების დაინტერესება; მათი ინტეგრაცია სომხურენოვან, ბერძნულენოვან და ქართველ მოსახლეობასთან; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და მათთან ერთად განხორციელება; ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების მონახულება.
2024 წლის ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 22 ივლისიდან - 12 აგვისტოს ჩათვლით მოეწყობა და მასში თსუ-ის 15 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა: პოეზიის საღამოს მოწყობა, ქორეოგრაფიული კონცერტი, სალექციო ტიპის თემატური საუბრები; ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ერთობლივი აქტივობების განხორციელება; ექსპედიციის მონაწილეთა მიერ კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების მონახულება და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.
„ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა- კურთხევით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ინიციატივით ყოველწლიურად ეწყობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და სა...
კრიმინალი • 1748098143

ცნობილია სია, ვის დასანქცირებას სთხოვენ იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები - რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ - Più Europa, Italia Viva, Partito Democratico, Azi...
პოლიტიკა • 1748097830

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილ...
პოლიტიკა • 1748097543

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ: "მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა....
პოლიტიკა • 1748097331

მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გას...
კრიმინალი • 1748085059

მერაბ მეტრეველი: ესე იგი, პარლამენტში ადრე ხმები დაჭირდა „ქართულ ოცნებას“ მოსამრთლეების ასარჩევად და ნაცებიდან მარტივად გადაიბრია ოთხი კაცი, ახლა თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმს ვე...
სოცმედია • 1748084759