მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელთა დაჯილდოება
განათლება • 1636545318
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფაკულტეტების დეკანებმა პლანშეტებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. თსუ რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა თსუ-ის არჩევისთვის, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ COVID-19-ის პანდემია მალე დასრულდება და სტუდენტები დაუბრუნდებიან სააუდიტორიო მეცადინეობებს.
2021 წელს, საქართველოს მასშტაბით არასახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შორის რეიტინგით პირველი მარიამ შენგელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტია. „დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში ჩაბარება კარგი გადაწყვეტილებაა. დღეს უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადმოგვცა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო. გამიხარდა რექტორის და დეკანების გაცნობა და მიხარია, რომ უნივერსიტეტი ასეთ მოტივაციას აძლევს პირველსემესტრელებს,“- აღნიშნა მარიამ შენგელიამ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი სტუდენტი ნინო გეგენავა გახდა, რომელიც ოთხი წლის წინ ბაკალავრებს შორისაც ფაკულტეტზე პირველ ადგილს იკავებდა. ნინო სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე თარგმანთმოცდნეობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მიმართულებით განაგრძობს. „პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დავბრუნდი უნივერსიტეტში, მენატრებოდა და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, აკადემიურ სივრცეში. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი შრომა, რომელიც ჩავდე ამ გამოცდისთვის მზადებაში, დაფასდა. ჩემი მოლოდინები ფაკულტეტთან დაკავშირებით, საბაკალავრო პერიოდმა უკვე გაამართლა და დარწმუნებული ვარ, რომ სამაგისტრო პროგრამაც ამჟამინდელ მოლოდინებს გაამართლებს,“- აღნიშნა ნინო გეგენავამ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გრანტოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












