მე-15 საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“
განათლება • 1632302664
მე-15 საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი სიმპოზიუმის თემაა „ლიტერატურა და პანდემია, ისტორიული და თემატური გამოცდილება“. ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA).
„წლევანდელი ონლაინ სიმპოზიუმის თემატიკა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან იგი მწერლობისა და ხელოვნების კონტექსტში პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეხება. ვსაუბრობთ პანდემიაზე, იზოლაციაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რაც პანდემიამ გააჩინა ლიტერატურასა და კულტურის დარგში,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირმა რატიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმმა 15 წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ თემებზე იმუშავა. იგი იქცა ლიტერატურულ დიალოგად და ერთგვარ ბრენდადაც ჩამოყალიბდა. მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, სიმპოზიუმში 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოს თერთმეტი ქვეყნიდან: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ყაზახეთი და სხვა.
სიმპოზიუმის ფარგლებში მეცნიერების მოხსენებები შეეხება თანამედროვე მსოფლიო მწერლობას პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.); ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს; მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში; პანდემია - ტექსტის თემა; „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში; კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება ლიტერატურულ პროცესში; პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში; პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე; ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი, აფხაზური ორგანიზაცია „არუაა“-ს უმაღლესი საბჭოს წევრი, 1992–93 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი, დამეი კვიცინია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ გაავრცელა....
რუსეთ-უკრაინის ომი • 1762762777
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრ...
პოლიტიკა • 1762762342
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...
მსოფლიო • 1762759316
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863











