განათლება • 1729710422
15 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის და პროფესორ ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
მონოგრაფია, ისტორიული და ლოგიკური ანალიზის ერთიანობის დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით, რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს განიხილავს, რაც შესაძლებელი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით გახდა.
სოლომონ პავლიაშვილისა და ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფია ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დასავლეთის სახელმწიფოები, ჩინეთი, თურქეთი და „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ (BRI) შუა მარშრუტის გასწვრივ მდებარე პატარა სახელმწიფოები ახორციელებენ მრავალმხრივ ძალისხმევას, რაც მოითხოვს კოორდინაციას შუა დერეფნის შემდგომი სრულყოფის მიზნით. ავტორები გვთავაზობენ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას ევროკავშირის TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს ოფისში, ბაქოში, რათა განიხილონ ცვლილებები საბაჟო პროცედურებში ან რეჟიმებში, საქონლის ტრანსპორტირების ტარიფებში და ა.შ.
მონოგრაფია წარმოადგენს ეკონომიკური ანალიზისა და უსაფრთხოების კვლევების, და ასევე, სტატისტიკური მასალის სინთეზს; ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ შუა დერეფნის გეოეკონომიკური დაფარვა ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. ავტორების მიერ შემოთავაზებული აქტივობები დაეხმარება ყაზახეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ამ მულტიმოდალური ავტო, ავია, სარკინიგზო, მილსადენი, საზღვაო დერეფნის საიმედო, უსაფრთხო სავაჭრო მარშრუტად გადაქცევაში. ეს მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ აუცილებელი ზომები და ინვესტიციები, რათა 2030 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა გასამმაგდეს, ხოლო მოგზაურობის დრო განახევრდეს.
მონოგრაფიის ავტორებმა, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა და პროფესორმა ზურაბ გარაყანიძემ წიგნში განხილულ საკითხებზე გამოაქვეყნეს ათობით სამეცნიერო პუბლიკაცია. აღსანიშნავია 2019 წელს მონოგრაფიისთვის „სატრანსპორტო დერეფანი საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“ (გამოიცა 2014 წ.) მათ აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.
"სახალხო დამცველი ან თავადაც მონაწილეობდა კარუსელში ან პირადობა გაატანა და ჯერაც არ დაუბრუნებიათ." წერს ვახო სანაია სოცქსელში.
სოცმედია • 1730555940
"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოლ-ქმარმა, ეკა აგლაძემ და გრიგოლ გაგნიძემ საარჩევნოდ შექმნილ გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაარეგისტრირეს, თითოეული მათგანი მმართველ პარტიასთან არის ა...
პოლიტიკა • 1730555164
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ...
პოლიტიკა • 1730554768
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერები აცხადებენ რომ არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვე...
პოლიტიკა • 1730554570
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელ ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირ...
პოლიტიკა • 1730554278
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „დღეს ახალმთვარეობაა, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ტრიმი მთვარეს და სატურნს შორის, რომელი...
ეს საინტერესოა • 1730546100
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი