„ორი  იბერია - ევროპის  ორი კარიბჭე“- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

თსუ

ქართველი, გერმანელი, იტალიელი, ესპანელი, ბრიტანელი მეცნიერები მონაწილეობენ I საერთაშორისო კონფერენციაში „ორი  იბერია - ევროპის  ორი კარიბჭე,“ რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიების მიზანია კავკასიური იბერიისა და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლა, მათი რეცეფცია და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებისა და სავარაუდო კონტაქტების კვლევა.  კონფერენცია 3 უნივერსიტეტის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული მარკოს გრანადოს გომესი, კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„კონფერენციის კონცეფცია, რომელიც ემყარება კავკასიური იბერიისა და იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი კულტურების შესწავლას, ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში ქართველ და ესპანელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ მომხსენებლები გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

 

საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოს გომესმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორ უნივერსიტეტებს. „ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს კულტურული სიახლოვე. ეს ჰარმონიული ურთიერთობა სხვადასხვა მოვლენაში იგრძნობა, მათ შორის  ყოველდღიურ ცხოვრებაში. მჯერა, რომ აქ წარმოდგენილი დასკვნები შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ ჩვენს ორ იბერიულ რეალობას შორის“,- განაცხადა მარკოს გრანადოს გომესმა.

 

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების იმუშავებს სექცია იმუშავებს, დაგეგმილია ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია და მთარგმნელთა მრგვალი მაგიდა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში (მადრიდი), ესპანეთის დიპლომატიური ოფისი საქართველოში (თბილისი), ბოსფორო. გვიანანატიკურობისა და ბიზანტიის კვლევის ჯგუფი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი; ირანოლოგიის ესპანური საზოგადოება; სერვანტესის ინსტიტუტი სტამბოლში; ესპანეთის ანტიკური კვლევების საზოგადოება (მადრიდის განყოფილება); ბიზანტინისტიკის ესპანური საზოგადოება; თსუ ბასკოლოგიის ცენტრი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200