ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ლატვიის ვიძემეს უნივერსიტეტთან

memorandumi

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. ეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ დანერგილი მეორე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის  (EUSTBA) ფარგლებში  ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო და ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ვიძემეს უნივერსიტეტის რექტორმა აგნესა დავისდონემ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

„კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის პროგრამა შეემატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს იქნება ორი პროგრამის ძალიან კარგი შერწყმა, რაც მისცემს სტუდენტებს საშუალებას ისწავლონ თსუ-სა და ვიძემეს უნივერსიტეტში და მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ვიძემეს უნივერსიტეტის რექტორის აგნესა დავიდსონეს აზრით, შეთავაზებული კურსი კარგი შესაძლებლობა იქნება სტუდენტებისათვის როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან. „ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სასწავლო პროგრამაზე ორივე მიმართულებით და ვფიქრობ, კარგ შედეგს გამოიღებს იმის ერთობლიობა რაც ისწავლება ევროპისმცოდნეობისა და სტრატეგიული კომუნიკაციისა და მმართველობის პროგრამის  ფარგლებში,“- აღნიშნა აგნესა დავიდსონემ.

„თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2019 წელს დაიწყო ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან, რაც ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. პროგრამა ძალაში შევა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წელსვე შეძლებენ ლატვიაში გამგზავრებას,“-განაცხადა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა.

კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის პროგრამის შექმნის თაობაზე,  ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, შეთანხმება თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის 2022 წლის იანვარში გაფორმდა. სტუდენტების პირველ ნაკადს პროგრამაზე 2022-2023 წლისთვის მიიღებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326

19 წლის ქალი
„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა... არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.   „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...

სოცმედია 1713530097

ლავროვი
"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს" - ლავროვის მხარდაჭერა "ოცნებას"

"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონთან დაკავ...

პოლიტიკა 1713528981

ბასხაჯაური
“ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას” – ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ა...

საზოგადოება 1713528929