პანელური დისკუსია - კვლევის ინტერნაციონალიზაცია - მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები

თსუ- კვლევის ინტერნაციონალიზაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე  საერთაშორისო პროექტებში მონაწილე თსუ მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად მიმოიხილეს ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, აქტუალური სამეცნიერო თემატიკა და შეაფასეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

თსუ რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილის თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტური საკითხი და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. „თსუ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ხელი შეუწყოს ინკლუზიურ სამეცნიერო გარემოს, რომელიც უფრთხილდება და აფასებს მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთგაგებას და ამზადებს სტუდენტებს, პროფესორებსა და პერსონალს გლობალურ სამყაროში წარმატებისთვის - ეს ჩვენი ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაა და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. ამის დასტურია არაერთი ფაქტი, მათ შორის, დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საერთაშორისო პროეტები, რომელშიც ჩვენი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ ბირთვული გაკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში ჩართული თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (თსუ მეფი) ფიზიკოსები და მათი კოლეგები CERN-იდან. მათ მიმოიხილეს ATLAS სამეცნიერო კოლაბორაცია - საქართველოს კლასტერის საქმიანობა CERN -ის ATLAS ექსპერიმენტში.

 

ATLAS (A Toroidal LHC AparatuS) ექსპერიმენტი წარმოადგენს პროექტს ფუნდამენტური გამოკვლევების სფეროში, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიების უახლოეს მიღწევებს სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების კვლევისა და მათი გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი ერთ-ერთია იმ 4 ძირითადი ექსპერიმენტიდან, რომლებიც ხორციელდება CERN -ში დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს KM3NeT - საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხმელთაშუა ზღვაში. KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი 2017 წელს შეუერთდა. თანამშრომლობის მიზანია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე განალაგოს ნეიტრინული დეტექტორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში.

 

KM3NeT პროექტის ინსტიტუტების საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ  ულრიხ კაცის თმით, ქართველი მეცნიერების და სტუდენტების კონტრიბუცია KM3NeT პროექტში ძალიან დიდია. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, -აღნიშნა პროფესორმა ულრიხ კაციმ.

პანელურ დისკუსიაზე ასევე იმსჯელეს პროექტზე ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი - GGSB/GGSB-PLUS. GGSB-ის თანამშრომლობა აკავშირებს ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და სტუდენტებს საერთო კვლევითი პროექტებით და უნივერსიტეტებში განათლების გზით, რითაც ხელს უწყობს ქართულ-გერმანულ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებს.

ღონისძიებაზე, ასევე, ისაუბრეს საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და იმ ღონისძიებაზე, რაც მომავალში უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები, რომელთა ფარგლებშიც განხორციელებული კვლევები ხელს უწყობს უნივერსიტეტებისა და ქვეყნის სამეცნიერო ხილვადობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136