პანიკა თბილისში - საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესები ჩაშლილია

სკოლა წეროვანი

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი  შეფერხებით მიდის. მოქალაქეებში სრული პანიკაა. გამნაღმველები და კინოლოგები მთელი ღამის განმავლობაში სკოლებში იარაღებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდნენ. ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვირუსულად  გავრცელდა. ანონიმურმა წყაროებმა წინასწარ დაწერილი სკოლების მისამართები გამოაქვეყნეს და მკვლელობების სერიას აანონსებდნენ.

 

სუსი იტყობინება, რომ სკოლებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ვერაფერი იპოვეს.

"პირველებს" 5 სკოლაში დაუდასტურეს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

 

მშობლისგან გავიგე, პირველ რიგში. მერე სკოლამ დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა, ჯერ გამოძიება მიდის. გუშინ ღამე აქ იყო პოლიცია, ყველაფერი ნახეს, რავიცი, უსაფრთხო სკოლაა. თითქოს სკოლების ჩამონათვალი იყო და ჩვენი პირველ რიგში მოხვდა რატომღაც, - ამბობს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. 
ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგები სასწავლო პროცესისთვის მზად არიან, თუმცა ბავშვები სკოლაში არ მივიდნენ.

 

უსაფრთხოების სამსახური იყო კინოლოგებთან ერთად, აბსოლუტურად ყველა წერტილი შემოწმდა, მშვიდობაა. უბრალოდ, ეტყობა, მშობლებმა პანიკის გამო არ გამოუშვეს ბავშვები. პედაგოგები ადგილზე არიან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი. ძალიან ცოტა ბავშვი მოვიდა, ეს იყო ფუჭი ინფორმაცია, - ამბობს დირექტორი.
სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები გამოკიტხვაზე დღესაც არიან დაბარებულები.

 

არსებული ინფორმაცოოთ, სკოლების გარდა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატყარდა სავაჭრო ცენტრებშიც.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ ოპერაციას სუსი ხელმძღვანელობს, თუმცა პროცესშ შსს-ს თანამშრომლებიც არიან ჩართულები, სკოლებთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პატრულირებენ.

 

ჯერჯერობით უცნობია, გავიდა თუ არა ლილუაშვილის უწყება იმ დამნაშავეების კვალზე, ვინც ტელეგრამ არხზე მუქარის შემცველ ინფორმაციას ავრცელებდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057

გია ხუხაშვილი
“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – გია ხუხაშვილი

რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი...

პოლიტიკა 1751972944

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241

ბარამიძე
სკანდალი: ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით“ – გია ბარამიძე

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...

პოლიტიკა 1751970049

რიჟვაძე და მამა
„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...

პოლიტიკა 1751968932