"პედაგოგები ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ სადაც სურვილი ექნებათ ჩინური ენის შესწავლის, დისტანციურად შევთავაზებთ" - "ოცნების" განათლების მინისტრი
განათლება • 1745487192
"ოცნების" განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის განცხადებით, იმ სკოლებს, რომლებიც მეორე უცხო ენად ჩინურს აირჩევენ, მასწავლებლებს დისტანციურადაც შესთავაზებენ. ამის შესახებ მან სამთავრობო მედიასთან განაცხადა.
"მე-5 კლასის შემდეგ, მეორე უცხო ენის არჩევა არის ნებაყოფლობითი. სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს რომ აერჩიათ ასეთი ენა, ჩვენ ვალდებულები ვყავით შეგვეთავაზებინა, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებულნი თუ ვის, როგორ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს.
მომავალი წლიდან გვექნება სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად იხელმძღვანელებს ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლების რესურსი მობილიზდეს.
2100-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იმ სკოლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ჩინური ენის საგაკვეთილო პროცესი აიღონ მოსწავლეებმა, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ [გაკვეთილებს]. უნდა ვთქვა, რომ დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა," - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...
განათლება • 1789282609
13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...
ეს საინტერესოა • 1789243500
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...
პოლიტიკა • 1789239110
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...
საზოგადოება • 1789228734
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...
პოლიტიკა • 1789226476
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...
საზოგადოება • 1789219230










