პრაქტიკული სასწავლო ტურები ინოვაციური ტრენინგ-კურსის მონაწილეებისთვის

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტრენინგ კურსის „კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ ფარგლებში, თსუ მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და თბილისის მუზეუმთა გაერთიანებაში პრაქტიკული სასწავლო ტურები ჩატარდა. კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგებს თსუ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, 2021 წელს შემუშავებული სასწავლო დოკუმენტის მიხედვით, ერთობლივად ახორციელებენ. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში გიდობის მსურველი 150 მოქალაქე უფასოდ გადამზადდება.

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის, პროექტის კოორდინატორის სალომე ჭანტურიძის ინფორმაციით, პრაქტიკული სასწავლო ტურები საქართველოს მასშტაბით არის დაგეგმილი. „პრაქტიკული შეხვედრები ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში მდებარე მუზეუმებში გვქონდა, თუმცა ვგეგმავთ, რომ საქართველოს ბევრ უცნობ ამჯერად ტურისტულად ნაკლებად ცნობილ ადგილებზე გავამახვილოთ ყურადღება. გვსურს, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება და ასევე ვეცდებით, ტურისტულ მარშრუტებში ახალ ლოკაციები დავამკვიდროთ,“ - განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. ინოვაციური ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ გიდებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ვიზიტორებს საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ ობიექტური, სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდონ.

ია გოცაძე ტრენინგ კურსის „კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ ერთ-ერთი მონაწილეა. ია 2 წელია, რაც გიდად მუშაობს და, როგორც ამბობს, სასწავლო კურსის განმავლობაში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უკვე იყენებს საკუთარ ტურებში. განსაკუთრებით მოსწონს ლექციები ქართული ხელოვნებათმცოდნეობის - ქართული ჭედურობის, კედლის მხატვრობის, ფერწერის, არქიტექტურის შესახებ. „გიდების გადამზადების ტრენინგ კურსი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ვიღებ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მჭირდებოდა და რასაც სხვა პროგრამებში ვეძებდი. პროფესორ-მასწავლებლები სანდო, გადამოწმებულ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდიან, რაც მეხმარება ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების შესახებ ტურისტებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში,“ - აღნიშნა ია გოცაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შექმნილი მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტი მსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და

მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამას,  საერთაშორისო  გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863