რექტორის არჩევის წესის ცვლილებაზე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს
განათლება • 1656077034 17

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ კუკულავა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში, სტუდენტურ ჯგუფს რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები და კრიტერიუმები რეგულირდება კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, შესაბამისად ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობის დაწყება შესაძლებელია. გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება გააცნო. ასევე, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული წესის ცვლილება არჩევნებში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით.
სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე.

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660062691

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს: "უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვან...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660061496

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სოფლის დეპუტატის, მ...
შემთხვევა • 1660061101

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ქართული ოცნება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას არ გამორიცხვას. ხელისუფლებას ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომე...
პოლიტიკა • 1660060815

"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ მასალაზე გამოხმაურებას ითხოვს. განცხადება პროკურატურაში ლევან ბეჟაშვილმა შეიტა...
პოლიტიკა • 1660060307

უკრაინას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი: "დღეს მკვიდრი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660060011