სახელმძღვანელოებში ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი, მაგალითად, ქიმიის ყდაზე ღვინის დაწურვა, ქართულის ერთ-ერთ ნაწილში ილია მეორის სიტყვები – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“

მიქანაძე წიგნები

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმძღვანელოებზე აქტიურ მუშაობაში ჩართული იყვნენ დარგების მიხედვით მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. მერე, უკანა ყდაზეა აღწერილი ეს რვაათასწლიანი კულტურა, როგორ არის იუნესკო-ს მიერ აღიარებული. მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა. ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომლმაც მსოფლიოში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, ვეფხისტყაოსანი და ა.შ. ანუ, ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს. ასევე, ამიერიდან, მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი იქნება, განისაზღვრა ცალკე სახელმძღვანელო, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება. ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონატებს და ასე შემდეგ, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი, განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – „საქართველო მიყვარხარ“ და მისი სურათია. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ილია მეორე, რომელიც ამბობს – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ყველა სახელმძღვანელოს წინა გვერდზე იქნება გამოსახული საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი და გერბი. ეს ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში, მთლიანად გადაწყობა ხდება სახელმძღვანელოს პრინციპის, მიზნების. დამერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომლითაც გვინდა, ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უკმაყოფილება მხოლოდ გამომცემლობებმა გამოთქვეს.

„ჩვენი მთავარი ინტერესია, რას ფიქრობს საზოგადოება. პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ ხალხის აზრია მნიშვნელოვანი. მშობლებთან როდესაც გვქონდა საუბარი, სადაც არ ჩავედი ყველა ამბობს, რომ უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით; განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმ შემთხვევაში, თუ ხედავს, რომ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება სხვა მეთოდოლოგიით, რაც იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. ჩვენ ამ პროცესებს დავაკვირდით და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამას გარდა, ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე საფუძველი დაედო, 2024 წელს საქართველოს პარლამენტში მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომელმაც ძირეულად, ფუნდამენტურად შეცვალა ღირებულებითი ნაწილი. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად პრიორიტეტიზაცია სასწავლო პროცესში. ეს 2004 წელს მიღებულ ანალოგიურ დოკუმენტში ასე არ იყო, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი იყო ეროვნული ღირებულებები და სხვა ღირებულებები იყო წინ წამოწეული, რომელიც სწორედ ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება ხშირ შემთხვევაში, ლიბერალურ ღირებულებებზეა საუბარი. ამიტომ, შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხერხემალია“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე სასკოლო ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული მიმართულების და სტემმიმართულების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ყველა სახელმძღვანელო სრულად შეიცვლება.

„ამასთანავე, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთი და იმავე საფეხურზე ერთი და იგივე საგანში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. კერძო სკოლებს მოუწევთ ამ სახელმძღვანელოს შეძენა, ხოლო საჯარო სკოლებში ტრადიციულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ უფასოდ. უკვე წელს, სასკოლო წლის დაწყებისთვის, 2026 წლის 15 სექტემბერს პირველკლასელებს, მეშვიდე კლასელებს და მეათე კლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ანუ, სამ საფეხურზე დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები“, – განაცხადა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688