„სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“

თსუ-მედიცინა-ლატვია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება.  პროექტის მიზანი იყო თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, გამოცდილების და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდა ექიმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ედიტე მედნემ, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა, ქართველმა და ლატვიელმა პროფესორებმა, სტუდენტებმა.

 

„ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისი იყო ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობისა.  ჩვენ ნათლად ვხედავთ ჯანმრთელობის წიგნიერების მნიშვნელობას და საჭიროებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პანდემიის დროს. ამიტომ, დეზინფორმაციისადმი საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და დიგიტალიზაციის განვითარების ხელშეწყობა დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა კვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით  სტუდენტების განათლება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროფესიონალებად მათი ჩამოყალიბება,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

ღონისძიებაზე ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ აღნიშნა, რომ მისი მისი ოჯახის წევრები მედიცინის სფეროს წარმომადგენლები არიან, ამიტომ ის კარგად ერკვევა მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებში. ელჩის თქმით, ლატვიის გაწევრიანებამ ევროკავშირში, დიდი როლი ითამაშა ლატვიის სამედიცინო სექტორის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში. „თსუ-სთან ერთად განხორციელებული პროექტი  საქართველოს, როგორც მომავალში ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაეხმარება ქართული სამედიცინო და აკადემიური პერსონალის ევროპულ სივრცეში ჩართვასა და პროფესიონალი ახალგაზრდა ექიმების აღზრდაში,“-განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტე მედნემ.

მაია ბიწკინაშვილის განცხადებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების საჭიროებების გათვალისწინება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა და ერთობლივი კვლევა, ლატვიელ თანამშრომლობას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის.  მისი თქმით, ქართველი სპეციალისტების რიგაში ვიზიტის დროს, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით  თსუ პროფესორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრს. საქართველოში ლატვიის საელჩოს ხელშეწყობით კი ლატვიელი კოლეგები ჩამოვიდნენ და გაეცნენ აქაურ შესაძლებლობებს. როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ლატვიელი მედიცინის მუშაკები მუდმივ კონსულტაციებს უწევენ ქართველ კოლეგებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459