საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის პირველი ონლაინ კონფერენცია

თსუ

11 ნოემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA), რომლის წევრიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა, პირველ ონლაინ კონფერენციას გამართავს. კონფერენციის ფარგლებში, მოწვეული ადგილობრივი და საერთაშრისო სპიკერები ისაუბრებენ ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებებზე.

კონფერენცია ასევე მოიცავს სხვადასხვა ვორქშოპებს როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ასევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.

კონფერენციის მიზანია ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების ერთად შეკრება და ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: “სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

GEEA წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მხარს უჭერს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დეკლარაციის ხელმომწერები არიან: აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შემოქმედებითი საქართველო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; Creative Solution.

ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო განათლების განვითარებასა და საზოგადოებაში სამეწარმეო უნარების კულტივირებას.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/rbeh347DV1inutTJ7 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534

ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685