სასკოლო ფორმები 2026-2027 სასწავლო წლიდან სავალდებულო ხდება: დეტალები, ხარისხი, ფასები და გამონაკლისები

სკოლის ფორმა

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

ხარისხი და უსაფრთხოება

  • საერთაშორისო ტესტირება: სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა შვეიცარიული საერთაშორისო ლაბორატორიის, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ის კვლევები (კომპანია ფლობს 2500-ზე მეტ ლაბორატორიას 115 ქვეყანაში).

  • შედეგები: დადასტურებულია, რომ ფორმა სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო ქსოვილი არის გამძლე, პრაქტიკული და გათვლილია ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე.

ფასები და ონლაინ ყიდვა

  • სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი

  • სასკოლო შარვალი / ქვედაკაბა: 25-25 ლარი

ხელმისაწვდომობა: რეალიზაციის პუნქტები გაიხსნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მშობლებს ფორმების შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

ვის გადაეცემა ფორმა უფასოდ?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

  1. სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს (რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია);

  2. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოსწავლეებს;

  3. უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინაში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

მოწოდებისა და შეძენის ვადები

ფორმების მოწოდება ჩინეთიდან 3 ეტაპად განხორციელდება:

  • I ეტაპი (25 აგვისტო): პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია დაიწყება 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას ახალი ფორმებით დაიწყებენ.

  • II და III ეტაპი (15 ოქტომბერი / 30 ნოემბერი): II-VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების გაყიდვა გაგრძელდება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

რა ხდება, თუ მოსწავლე ფორმის გარეშე გამოცხადდება?

  • სამედიცინო მიზეზი: თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარადგენს სამედიცინო ცნობას. ამ შემთხვევაში მოსწავლე თავისუფლდება ფორმისგან და ევალება მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა.

  • დაუსაბუთებელი უარი: თუ მშობელი ვერ ასაბუთებს ფორმაზე უარის თქმის მიზეზს, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესისა და დისციპლინური პროცედურების შესაბამისად.

  • ინდივიდუალური მიდგომა: თითოეული შემთხვევა განიხილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით.

მწარმოებელი კომპანია

ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასშტაბის შეკვეთის გაწერილ ვადებში დამზადება ქართულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს. კვლევაში გაიმარჯვა საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ Glory Textile Industry-მ, რომელმაც წარმოება შეუკვეთა ბრენდს, რომელიც ფორმებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს.

სამინისტროს განცხადებით, მათი საბოლოო მიზანია, ეტაპობრივად მიაღწიონ იმას, რომ სასკოლო ფორმების შეკერვა უშუალოდ საქართველოში გახდეს შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172