შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

თსუ

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) მასპინძლობს. კონგრესზე, რომელშიც 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, თავი მოიყარეს მსოფლიოს წამყვანმა ლიტერატურათმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, კულტუროლოგებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა, მწერლებმა. კონგრესის პლენარული მომხსენებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს. ეს ტრადიცია არც თბილისში დაირღვა - ხუთი დღის განმავლობაში პლენარულ მომხსენებებს წარადგენენ მეცნიერები პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას უნივერსიტეტებიდან. ამ ხნის მანძილზე თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი. 

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს წილად გვხვდა ასეთი ფართომასშტაბიანი კონგრესის ჩატარება, რომელიც პირველად იმართება რეგიონში.  ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარება, არა მხოლოდ ჩვენს მწერლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, რომ უფრო მეტად წარმოჩნდეს ქართული ლიტერატურა პოეზია მსოფლიოში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის არის საჭირო და აუცილებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, იმართება სამ წელიწადში ერთხელ, როგორც წესი - ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა შესანიშნავი ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდა.

საბჭოს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოდან წარდგენილმა წინადადებამ გაიმარჯვა, 2019 წელს იქნა მიღებული. ეს ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და დიდი ნდობაა, ვინაიდან შედარებითი ლიტერატურის კონგრესი მიიჩნევა ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში.

„ეს არის დიდი გამარჯვება  ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სკოლის. კონგრესი საშუალებას მისცემს ქართველ ლიტერატორებს, ლიტერატორათმცოდნეებს და მწერლებს, რომ მათი შემოქმედება იყოს უფრო მეტად ინტერნაციონალიზებული და უფრო მეტად გატანილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც ახლა პირველადი მნიშვნელობის საქმეა ქართული მწერლობისთვის და ზოგადად კულტურისთვის. კონგრესს სტუმრობენ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტიკოსები, მთარგმნელები და მწერლები. აუცილებლად უნდა დავასახელო  ფრანგი ავტორი ჟან ლუკ კოატალემი, რომელსაც თბილისში გადაეცემა გონკურის პრემია  და იმან ჰუმაიდანი, რომელიც უკვე ცნობილია ქართველი მკითხველებისთვის  და რომელიც კონგრესის ფარგლებში  ძალიან საინტერესო ლექციას შემოგვთავაზებს,“- აღნიშნა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა.

პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი ქალი იმან ჰუმაიდანი უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, „წელს უკვე ისე ვგრძნობ თავს საქართველოში, როგორც საკუთარ სახლში.  აღფრთოვანებული ვარ იმ სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობით, იმ კავშირით, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იგრძნობა. ეს არის ის, რაც ლიტერატურას და მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია,“- განაცხადა იმან ჰუმაიდანმა.

კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა პირველად,  ბოლო კონგრესს კი მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა. კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის საქართველომ გაიმარჯვა.

„მთავარი მიზანი ამ კონგრესისა არის მცირე ერების ლიტერატურის შესწავლა გლობალიზაციის პირობებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ქართული ლიტერატურა, როგორც მცირერიცხოვანი ერის  ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  და ამასთანავე მინდა ცალკე გამოვყო  აფხაზური და ოსური ლიტერატურის საკითხიც,“- განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ.

2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". თემა კარგად მოერგო არა მარტო ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემებს, არამედ - საერთაშორისო სტანდარტსაც. კონგრესის განსაკუთრებულობა მის მასშტაბურობაშია.

კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს როგორც ინტერდისციპლინურ მოხსენებებს, ისე სხვადასხვა სახის ვორკშოპებისა და თემატური შეხვედრების ჩატარებას ადგილობრივი მწერლობისა და კულტურის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

კონგრესზე რეგისტრირებულნი არიან მონაწილეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.  კონგრესი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში: დელეგატთა ნაწილი ესტუმრა თბილისს, ხოლო ნაწილი - იმუშავებს ონლაინ ფორმატში.

თბილისს ფორუმის ფარგლებში ესტუმრა  შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი  სანდრა ბერდმანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი მოლოდინი აქვს ამ ღონისძიების: „მოუთმენლად ველი ბევრი რამის გაგებას ლიტერატურის შესახებ, რომელზეც ჯერ არ მსმენია. ქართული ლიტერატურული კულტურის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ამიტომაც ახალი ხმებისა და ადამიანთა ნამუშევრების შესახებ მოსმენას დიდი ინტერესით ველი.“

კონგრესი უნდა იქცეს მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენად საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც ეს არაერთხელ უკვე მოხდა სხვა ქვეყნებისა და ქალაქების შემთხვევაში. ,,ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს. ასეთი ძველი და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი, რა თქმა უნდა, ღირსეულ ადგილს დაიკავებს კონგრესის ისტორიაში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  გიორგი ტყემალაძემ.

მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობას ბევრი აქვს სათქმელი მსოფლიოს ლიტერატურული საზოგადოების წინაშე და ამ სათქმელის არსი, შესაძლოა, ასეც ჩამოყალიბდეს:  ქართული მწერლობის გარეშე ვერ დასრულდება მსოფლიოს ლიტერატურული რუკა. ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება  მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.

„მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე, ვისაუბრო ომის ლიტერატურაზე, მშვიდობასა და ომზე; თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ეს ყველაფერი. მითუმეტეს ბოლო დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია.  პლანეტა გახდა უფრო სწრაფი ინფორმაციის მიმღები და, ამავე დროს, სწრაფად იწერება ლიტერატურული ნაწარმოებებიც. ლიტერატურას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ხელი შეუწყოს დღეს ყველა პროგრესული იდეის განვითარებას, მხარში ამოუდგეს ადამიანს, დაიფაროს ადამიანი, დაიცვას მისი უფლებები და გაუფრთხილდეს იმ საშინელებაში, რომელსაც ჰქვია ომი. ლიტერატურა იმახსოვრებს დროს სხვანაირად. განსაკუთრებით ის ლიტერატურა იგებს, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ,  საუბრობს ადამიანზე,“- აღნიშნა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2020 წელს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA)  პრეზიდენტმა შერმან უილკოქსმა მოაწერეს.

კონგრესის უშუალო ორგანიზატორები არიან: შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

მხარდამჭერი ორგანიზაციებია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534