შემოდგომის ლეგენდა 2022 - იმპროვიზაციული ტური

განათლება 1667890046    76

თსუ

„მეზობელი“- ჟიურის მიერ შერჩეულ ამ თემაზე 12 საათში დაწერეს ნაშრომები თსუ ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალურ, იმპროვიზაციულ ტურში კონკურსანტებმა. ფინალურ ტურში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული

პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა ცხრა  ფინალისტმა და ლეგენდის ქვეპროექტის - შემოქმედებითი მასტერკლასის „წერის არქიტექტურის“ კონკურსის ერთმა გამარჯვებულმა მიიღეს მონაწილეობა.

წარმატება უსურვა კონკურსანტებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ თავის დროზე, ბევრ, შემდგომში უკვე ცნობილ ახალგაზრდა მწერალს მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. „პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდა თაობისათვის ეს არის ერთგვარი გზა, ხიდი, დიდ მწერლობაში. ბუნებრივია, ასეთი პროექტების არსებობა ქართული მწერლობის, ქართული სიტყვიერების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. თემაც ძალიან საინტერესო შესთავაზა ჟიურიმ კონკურსანტებს, რომლის გარშემოც მათ შექმნეს თავიანთი ნაწარმოებები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაში: მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - მწერლები არჩილ ქიქოძე და რუსუდან რუხაძე დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე.

,,წლევანდელი კონკურსის  თემა ,,მეზობელი“, ცხადია, არ იქნება ჩვენი მომავალი მოთხრობების სათაური, ეს იქნება უბრალოდ თემა. ასე, რომ სტუდენტებს შეუძლიათ მეზობლად მოგვივლინონ როგორც კონკრეტული პერსონაჟი, ასევე, ქვეყანა, სულაც აიჭრან კოსმოსში და პლანეტა აქციონ მეზობლად. რაც მთავარია, ძალიან მოეწონათ სტუდენტებს ეს თემა. რაც შეეხება ჩვენს კონკურსს - იმ ადამიანების ძალისხმევით, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან უყვართ, ეს კონკურსი კვლავ გრძელდება და ჩვენი ოჯახი, ლეგენდელების ოჯახი ფართოვდება, გვემატებიან როგორც ახალი სტუდენტები, ასევე ჟიურის წევრები,“- აღნიშნა მწერალმა მაკა ლდოკონენმა.

თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მე-14 წელია ტარდება. წელს მას კახეთში  შუხმანის მამულმა უმასპინძლა. კონკურსის შედეგად, ნოემბრის ბოლოსთვის,  გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარი და კონკურსის ჯილდო გადაეცემათ. წელს, წინაშესარჩევ ტურში 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 10 ფინალისტი შეირჩა.

„დიდი ხანია ,,შემოდგომის ლეგენდაში“ მინდა მონაწილეობის მიღება და პირველად გავბედე. ძალიან მიხარია, რომ აქ მოხვდი. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ბევრ შესაძლებლობას აძლევს დამწყებ ავტორებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს სტუდენტებისთვის. თემა, რაც ჩვენ მოგვცეს, არის ,,მეზობელი.“ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თემაა, ისეთი, რომ ფრთების გაშლის საშუალებას გვაძლევს, ბევრ ისტორიას შეიძლება მოვარგოთ და საინტერესოა. უკვე დავიწყეთ მზადება და იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს მონაწილეები,“- განაცხადა  ,,შემოდგომის ლეგენდის“ ფინალისტმა, თსუ  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ კაპანაძემ. 

 

განსაკუთრებულია ის პრიზები, რომელიც გამარჯვებულების გამოვლენამდე ყველა ფინალისტმა მიიღო. სტუდენტებს და ჟიურის წევრებს გადაეცათ უნიკალური პროექტის „ვივაინ - ონლაინ მევენახეობის“ ფარგლებში იშვიათი ჯიშის ვაზის ციფრული ნერგების სერტიფიკატი. პროექტი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების აღდგენას. „შემოდგომის ლეგენდის“ მონაწილეთა სახელზე იშვიათი ჯიშის ვაზი დაირგვება, რაც თითოეული მათგანის ციფრულ მევენახეობაში ჩართვას უზრუნველყოფს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელსაც კონკურსანტები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და მათ საშუალება აქვთ გაუზიარონ ერთმანეთს თავისი ნაწარმოებები.

 

„შემოდგომის ლეგენდა 2022“-ის გამარჯვებულები ნოემბერში დასახელდებიან. იმპროვიზაციულ ტურში შექმნილი ნაშრომები ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420