„შუა საუკუნეების საქართველო“ - სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხებზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი ისტორიკოსების,  პროფესორების ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები, ნოდარ შოშიაშვილისა და გივი ჯამბურიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

 

„ჩემთვის სასიამოვნოა ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ეხება სტუდენტურ მეცნიერებას და ეძღვნება ისეთ დიდ ქართველ ისტორიკოსებს, როგორებიც იყვნენ ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებიან იმ ტრადიციებზე, რომელიც მათ დაგვიტოვეს“,- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ  ერეკლე ასტახიშვილმა. მისი თქმით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და საკმაოდ აქტუალურ საკითხებს ეხება. „მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები ასეთ საინტერესო თემებს არიან შეჭიდებულნი. მათ მიგნებებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ლექციებში“,- განაცხადა ვიცე-რექტორმა.

 

როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა,  ნოდარ შოშიაშვილი და გივი ჯამბურია გამორჩეული იყვნენ თავიანთი შრომებითა და კვლევით. „ისინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქმნიდნენ იმ გარემოს, იმ აკადემიურ სივრცეს, რომელიც ამ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე იყო. მიხარია, რომ სტუდენტური კონფერენციის თემატიკა ასეთი მრავალფეროვანია. უნივერსიტეტი ყველანაირად უწყობს ხელს მეცნიერების გაახალგაზრდავებას და სტუდენტების ჩართვას მეცნიერებაში“,- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური, პოლიტიკური, სამართლის, ეკონომიკისა და ეკლესიის ისტორიის საკითხები. მათ შორის, XI საუკუნის სამეფო ოჯახში არსებული დაპირისპირებები; XI-XII საუკუნეების საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები; ვიკინგები საქართველოს ისტორიაში; სამართლისა და ეკლესიის ისტორიიდან, აღსანიშნავია, სიკვდილით დასჯის საკითხი შუა საუკუნეების საქართველოში; „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ წარმოდგენილი ერთ-ერთი მუხლის შესახებ, რომელიც კათალიკოსებს შეეხება და სხვა საინტერესო მოხსენებები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572