„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ - აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

შვიდი ნაბიჯი

ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თარგმანი  თსუ-ის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული

თანამშრომლობის შედეგია. პუბლიკაცია იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„პუბლიკაცია აღწერს იმას, თუ რა მექანიზმები და ინსტრუმენტები არსებობს ევროგაერთიანებაში, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რა უნდა შეასრულოს ქვეყანამ, რომ გახდეს მისი წევრი. აუცილებელია, რომ ჩვენმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა მიღონ სწორი შეფასება ამ საკითხებზე, მაშინ, როცა უამრავი  ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ევროკავშირის შესახებ,“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის პუბლიკაციის აფხაზურ ენაზე გამოცემა. ეს გზამკვლევი ფართოდ უნდა გავრცელდეს ყველა ბენეფიციარსა და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე,“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნანა გაბელიას თქმით, უწყება ეცდება მაქსიმალურად გაავრცელოს პუბლიკაცია აფხაზურენოვან მოსახლეობაში. „ცნობადობის ამაღლების კუთხით ჩვენი საჯარო მოხელეები, აფხაზეთის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, გადავამზადეთ და მათ ცნობიერება ავუმაღლეთ ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტების შესახებ, რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია,“- აღნიშნა ნანა გაბელიამ.

EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდგომ დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს  (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და EPLO-ს უნივერსიტეტის - ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ცნობიერების ამაღლების პროგრამა: „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის, EPLO-ს და თსუ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხსნა და  ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნას ისახავს მიზნად. რეგიონული წარმომადგენლობა არის  ერთგვარი ფორმატი, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორცილდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება  საგანამანათლებლო პროგრამები, მათ შორის საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.  სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220