„სრული აბსურდია... „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს.... ეს არის ქართული ნოუჰაუ, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე“ - მარინე ჩიტაშვილი

მარინე ჩიტაშვილი

"მიმდინარე რეფორმა, რომელიც გამოცხადებული იყო ჯერ კიდევ დეკემბერში, წარმოადგენს სრულ აბსურდსა და ნონსენსს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული ნოუჰაუ, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე. აქედან გამომდინარე, ეს გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს, ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის ასეთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხის ზრდაზე. ამასთან, ეს არის საღ აზრთან წინააღმდეგობას და წარმოადგენს სრულიად გაუგებარ, ირაციონალურ აზრს.კობახიძე ამბობს, რომ მას უნდა ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ისეთი დონის განათლება, როგორიც არის საერთაშორისო რეიტინგებში მყოფ უნივერსიტეტებში. ამ წუთას საქართველოდან 3 უნივერსიტეტი არის, მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აკადემიურ სფეროში აღიარებული სისტემაში ყველაზე წინ არის წასული. ჩემი შეკითხვაა, რას ეფუძნება ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებული რეფორმა, რომ ამით ის ქართულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას მიიღოს უკეთესი განათლება, რაც ამჟამად ისედაც გვაქვს, იმით რომ ის საბოლოოდ ანგრევს ან შლის იმ უნივერსიტეტს, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამრიგად, კობახიძის ნათქვამი არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან არსებულ რეალობასთან. ის უბრალოდ ახორციელებს უმაღლესი განათლების საწინააღმდეგოდ მიმართულ რეფორმას, რომელსაც მოჰყვება უნივერსიტეტების ნგრევა და განათლების ხარისხის დაცემა მთელ საქართველოში“ | თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დღეს განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688