STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე false

განათლება 1648022288    32

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, დოქტორი ჰალილ გუვენი,  თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები  შეხვდნენ. აბიტურიენტები თსუ ქიმიის ლაბორატორიებს გაეცვნენ და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

ღია კარის დღეზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოლიდარობა და განაცხადა, რომ თსუ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიცია ღიად გამოხატა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამაც (EUA), რომლის წევრიცაა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი თანაგრძნობა ჩვენი უკრაინელი კოლეგების, პროფესორების, სტუდენტების მიმართ; ვუამბეთ ახალგაზრდებს, თუ რას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. იგეგმება, უფრო მეტის გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ უკრაინელი სტუდენტები, შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ პროფესორები,“ -განაცხადა რექტორმა. მისივე თქმით, სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები უდევს საფუძვლად პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

გიორგი შარვაშიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. „ახალგაზრდები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. ეს იქნება პირველი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირტებას გაივლის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“,-განაცხადა მან.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს ონლაინ მიესალმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პროვოსტი, ქიმია-ბიოქიმიის საპატიო პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ტონგი და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს.

აბიტურიენტებთან შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა

თსუ სტუდენტების საერთაშორისო კომპანიებში  დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. 
„საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები  საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. რაც უაღრესად ხელსაყრელია  დღევანდელ ვითარებაში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები და კვალიფიციური ცოდნა ფარმაციაში,“- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორის ნოდარ სურგულაძის თქმით,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში საქართველოს განათლებაში 40 მილიონ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განახორციელა. ფონდის პირველი მიზანი, ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იყო. „თსუ კურსდამთავრებულები მიიღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც სტუდენტები სან-დიეგოს უნივერსიტეტში, კალიფორნიაში იღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დასაქმდნენ თავიანთი სპეციალობის შესაბამისად და კონკურენტუნარიანი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- განაცხადა ნოდარ სურგულაძემ.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ინფრასტრუქტურა, რომელიც მოაწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ფაკულტეტზე, არის ფასდაუდებელი საჩუქარი. ასევე, მეორე კორპუსში არსებული ქიმიის სხვა სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების რემონტი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ სტუდენტებს, როგორც სან დიეგოს ლაბორატორიები, ისე თსუ-ს სხვა ლაბორატორიებიც მოემსახურება. ასე რომ აბიტურიენტებს ყველანაირი საფუძველი და მოტივაცია აქვთ რომ თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ არჩევანი,“- განაცხადა რამაზ ხომერიკმა.

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჯიბუტმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს, მან ისაუბრა  სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მებაღიშვილი თსუ-ს თანაკლასელებთან ერთად ესტუმრა და სახალისო ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა: „მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. მოვუსმინე თითოეულ მომხსენებელს და დღეს კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავაბარო თსუ-ში და გავიღრმავო ცოდნა არა მხოლოდ ქიმიაში, არამედ სხვა საგნებშიც.“

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის  მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავებული ქართველები
ეს ქართველები საბერძნეთში დააკავეს - დიდი სპეცოპერაცია ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.  ბერძნული მედია კი დაკავებულ...

კრიმინალი 1657092407

ალტ ინფო
„ალტ ინფოს“ თავდასხმა „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე - საგამოძიები სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...

სამართალი 1657091875

ბიძინა ივანიშვილი
რას ფიქრობენ ივანიშვილზე ვაშინგტონში

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...

პოლიტიკა 1657091197

გერმანია
აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს - „გაზპრომის“ სიკვდილის ქრონიკა

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...

მსოფლიო 1657090773

ვანგა
წელს ახალი პანდემია ციმბირიდან დაიწყება, დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან - ვანგას წინასწარმეტყველება

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...

მსოფლიო 1657090384

დემნა გვასალია
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...

საზოგადოება 1657090216