თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

განათლება 1670426244    114

თსუ მემორანდუმი

თსუ სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე. ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა თსუ პროფესორების ჩართვაზე ცენტრის ტრენინგებში. მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და  იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღონ იმ ტრენინგებში,  სწავლებაში, რასაც სთავაზობს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ასე, რომ მემორანდუმი დააახლოებს ამ ორ ინსტიტუციას და ეს იქნება უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისათვის საკმაოდ საინტერესო,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმება და განახორციელდება სასწავლო პროექტები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ღონისძიებები, თემატური სემინარები, კონფერენციები, დისკუსიები და ტრენინგები. ასევე, შესაძლებელია, ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სახის  პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.

„მემორანდუმის მთავარი მიზანია ორი ძირითადი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა: სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხები. სასწავლო ცენტრი გეგმავს უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში. უკვე დაწყებულია ტრენერების მომზადება და ამ მიმართულებითაც აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იმედი მაქვს, მემორანდუმს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც სასწავლო ცენტრისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის,“- აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

 

მხარეები ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავენ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, პროფესიონალი კადრების აღზრდის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერთა ბაზისთვის ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის  ღონისძიებებს და შექმნიან მოტივირებულ ახალგაზრდა ტრენერთა რეზერვს  ფსიქოლოგიის მიმართულებით.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კი კლინიკური სწავლების მეთოდით ერთობლივად განახორციელებენ პრაქტიკულ კომპონენტს „იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკა“, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ ტრენერის პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ტრენინგების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტვინი
ნახეთ, რომელი სასმელი უწყობს ხელს ტვინის გაჯანსაღებას 40 წელს გადაცილებულებისთვის

დიეტოლოგებმა დაასახელეს სასმელები, რომელთა ყოველდღიური მოხმარება ხელს შეუწყობს კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებას და 40 წელს გადაცილებულთა ტვინის სიჯანსაღეს. დიეტოლოგმა ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლ...

ეს საინტერესოა 1710822540

dab
"შენს სიყვარულს ასაკი არ აქვს“ - თეა დარჩიას ქალიშვილი მამაზე

თეა დარჩია საკუთარი გვერდის „თედასის“ საშუალებით ავრცელებს ვიდეოს, როგორ ულოცავს ოჯახი დაბადების დღეს გუჯა მათიაშვილს. უფროსმა ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ასევე განს...

სოცმედია 1710793140

ნეკა დოროყაშვილი
"My beauty queen" - ნეკა დოროყაშვილის ფოტოებმა და ვიდეომ თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია

ნეკა დოროყაშვილის სოცქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა და ვიდეომ თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია             View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili...

სოცმედია 1710792840

ყავ
თბილისის აეროპორტში ყავა 30 ლარი ღირს (ვიდეო)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კაფეში 1 ჭიქა უნალექო ყავა 30 ლარი ღირს. ამის ამსახველ ვიდეომასალას მოქალაქე თამარ მიქაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში, რომელმც 3 ყავა შეუკვეთა, შესაბამისად, 90 ლარი გადა...

სოცმედია 1710792480

ფხაკაძე
ამ ოპერაციის შემდეგ თურქეთში დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქე გარდაიცვალა, ამ ოპერაციის შემდეგ, შშმ პირი ხდები - გიორგი ფხაკაძე ბარიატრიულ ქირურგიაზე

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა – სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან...

ჯანმრთელობა 1710792240

ქალიავარია
"სამი შვილი დარჩა..." - ვინ არის ბათუმში ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ქალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გუშინ, 17 მარტს, "მედინასთან" 40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამი შვილი დარჩა. "...

საზოგადოება 1710791340