თბილისის მერიამ ბოლო წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულება მილიარდ ნახევარი ლარით დააფინანსა

ბაგა ბაღი

„სკოლამდელი განათლების მიმართულება ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, მთლიანობაში, მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს დედაქალაქის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას უწევს 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც რეგისტრირებულია 60 000 აღსაზრდელი.

 

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ბაღებში თანამედროვე სტანდარტისთვის მიგვეღწია, ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველისგან და ყველა იმ საჭირო ინვენტარს მოიცავს, რაც თანამედროვე ბაღს სჭირდება. ამ წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის ახალი შენობა; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 14 ბაღის შენობას; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დედაქალაქში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს.

 

მისივე თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სააგენტო მუშაობს სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც.

 

„ბაღებში უკვე დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP; დაინერგა ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ყველა ახალ ბაღში ლიფტებია შშმ პირთათვის; დაინერგა ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის კონტროლის სტანდარტი“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

 

გარდა ამისა, ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა გაიზარდა 40-იდან 55-მდე და პროექტით სულ 20 000 აღსაზრდელი სარგებლობს. ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილმა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა 3 სპეციალიზებულ ბაღში მიიღო სკოლამდელი განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759