თბილისის მერიამ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სტუდენტი

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია განცხადებების მიღებას იწყებს.

 

ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი  ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

„ყოველთვის დავდგებით ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ მათ მომავალი წარმატებისთვის. შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა ადამიანსა და ოჯახს გვერდით დავუდგებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

 

მისი თქმით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.

 

განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და  31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გმირთა მოედანი
მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...

საზოგადოება 1742047324

კონფერენცია კიბო
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...

ჯანმრთელობა 1742047239

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 1742046210

ტრამპი 1
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს.   წინასწარ ჩამონათვალში, რ...

მსოფლიო 1742045769

ზელენსკი  1
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან" - ზელენსკი

"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742044073

ლევან ჯანგველაძე
 რა არის ცნობილი ვაკეში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე

­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმიდან არიან. როგორც ინფორმირებული წყარო ჰყვება, ლევანი მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მკვლელობის დღეს იყო ახლობლის პანაშვიდზე.    „ასე მითხრეს მიცვალ...

კრიმინალი 1742039141