თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

განათლება 1654944165    417

თსუ

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება,  მედიასა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს სწავლა მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში. დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

 

ინფორმაცია სასწავლო პროცესების ვადების შესახებ სტუდენტებს 18 თებერვალს მივაწოდეთ. სტუდენტების დიდი ნაწილი 7 მარტიდანვე ითხოვდა სააუდიტორიო სწავლებას. თუმცა, იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლდა სტუდენტებისა თუ პროფესურის დაბრუნებას ორი წლის შემდეგ აუდიტორიებში, ყველა ფაკულტეტს 2 თვეზე მეტი დრო მიეცა სასწავლო პროცესისათვის მოსამზადებლად.

 

ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები, აგრეთვე, დასაქმებული სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის 11 მაისს თსუ რექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართა,  დასკვნითი და დამატებითი გამოცდები კი ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების ყველაზე უფრო თანასწორი, სამართლიანი და ობიქტური ფორმა. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

აქვე ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება. საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;

თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი  ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა.

ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიკროსქემა
უცხოური მიკროსქემების გარეშე რუსული "Искандер"-ები, "Торнадо-С" და სხვა თანამედროვე იარაღი ჯართად იქცევა, თუ დასავლეთი ე.წ. "შავ ხვრელებს" ამოქოლავს - ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტი

ბრიტანეთის სამეფო გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტი (RUSI), Reuters-სა და გამოცემა "მნიშვნელოვან ისტორიებთან ერთად ჩატარებულ  60 გვერდიან კვლევას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის თანამედროვე იარა...

მსოფლიო 1660066620

მატრასი
მატრასების კომპანია "პროფესიონალ ძილისგუდებს" დასაქმებას სთავაზობს – სამსახურში ძილის სანაცვლოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებთ

ნიუ იორკში არსებული მატრასების კომპანია "პროფესიონალ ძილისგუდებს" მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. მათ მიერ წარმოებულ მატრასებზე მსურველებმა უნდა დაიძინონ და გამოცდილება სოციალურ ქსელში დაწერონ....

ეს საინტერესოა 1660066062

ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა" - ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება. "თოთხმეტი წლის წინ, რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები მსოფლიოსთვის გაშიშვლდა საქართველოში" -  წერს ის...

პოლიტიკა 1660065884

ქვარცხავა
ვინ არის 35 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  ის წარმოშობით სენაკელი ზურა ქვარცხავაა.  გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  გარდაცვლილს სოციალუირ ქსელში მეგობრები და...

საზოგადოება 1660065455

კანდელაკი
"მე ბევრი მომეცა, ამიტომ ყოველთვის გავცემ შემწეობას უსუსურებისთვის" – თინა კანდელაკი

რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ხშირად მეკითხებიან, რას ვგრძნობ მათ მიმართ ვისაც ჩემი შურს. მოქალაქეებო, პასუხი მარტივი და ნათელია....

ეს საინტერესოა 1660064789

საცობი ხიდზე
საცობები ყირიმის ხიდზე - აფეთქებების შემდეგ დამფრთხალი რუსი ტურისტები ნახევარკუნძულიდან გარბიან (ვიდეო)

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660062691