წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება თსუ-ში

განათლება 1668759936    44

სტუს დაჯილდოება

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ბაკალავრიატის პირველი კურსის წარმატებით დასრულებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სპეციალური საჩუქრები - სიგელები და პლანშეტები გადაეცათ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს თამარ ახალკაცსა და ლორენა ალასანიას, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნინო გორგილაძეს და ნატალი მესაბლიშვილს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს მარიამ გვიმრაძეს და ნინო მაღრაძეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს თინათინ თუთბერიძეს და ლუკა გულაშვილს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ლაშა თოთლაძეს და კონსტანტინე ფირცხალაიშვილს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ვანო სესიტაშვილს და საბა სამუშიას, თსუ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა“ სტუდენტებს ლუკა გოგინავასა და მარიამ ქამხაძეს.

განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სახელით წარჩინებულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. „თქვენ ნამდვილად გამორჩეული, შესანიშნავი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდები ხართ – ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და მჯერა, თქვენი საქმიანობით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ საქართველოს საკეთილდღეოდ. დღეს, ამ ისტორიულ აუდიტორიაში იმყოფებით სტუდენტები, რომლებმაც თქვენი შრომით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგად გაქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, რაც მართლაც უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი რაოდენობით კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, აუდიტორიები შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება, ტექნიკური ბაზა კი გაუჯობესდება. „უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეფუძნება და მათთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად თსუ ყველაფერს გააკეთებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს დასახული, მათ შორის ყველა იმ პრობლემის მოკლე დროში მოგვარება, რაც ჩვენს სტუდენტებს აწუხებთ. უკვე მქონდა შეხვედრა ჩვენს სტუდენტებთან, მათგან ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინე და დავპირდი, რომ ვიქნები ყოველთვის გულწრფელი,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლაშა თოთლაძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტუდენტთა შორის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა. მისი თქმით, ასეთი ჯილდოს მიღება სტუდენტებისთვის დიდი მოტივაციაა. „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს ასეთი საჩუქრისთვის. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სტუდენტებისთვის მოტივაციას გვაძლევს იმისათვის, რომ მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ სწავლასა და კარიერული წინსვლის საქმეში,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.

„ადამიანებს გვჭირდება ჩვენი შრომის შედეგების დანახვა და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამის დასტურია. სიამაყის განცდა დამეუფლა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და თითოეულ სტუდენტს,“ - განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო სესიტაშვილმა.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვიდ ფაკულტეტზე ოცდახუთი ათასი სტუდენტი სწავლობს.

 

სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1941 წლის 17 ნოემბერს ლონდონში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა და 1946 წლიდან აღინიშნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420