წიგნის „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ პრეზენტაცია თსუ-ში

თსი

აკადემიურ სფეროში მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Routledge-მ გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის  პროფესორის დავით პატარაიას წიგნი  „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“.

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია, რომლიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე საერთაშორისო სამართლის თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას, თსუ-ში გაიმართა. წიგნში დამატებულია დოკუმენტური მასალა - ამონარიდები საქმეებიდან და მასალებიდან, ასევე საილუსტრაციო გამოსახულებები.

„წიგნს აქვს სპეციფიური და უნიკალური ფორმატი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩემი შემუშავებული. იგი ერთი გაჩერების პრინციპით სტუდენტს, მკითხველს სთავაზობს მთელ მასალას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი კითხვა, წიგნს აქვს სპეციფიკური სარჩევი და საძიებო ტერმინებისა და დოკუმენტებისთვის,“- განაცხადა დავით პატარაიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიათ თქმით, სახელმძღვანელო გამოიცა ლონდონსა და ნიუ-იორკში  და 2021 წლიდან უკვე

ჩართულია საერთაშორისო იურიდიულ სამეცნიერო ბრუნვაში. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი ჩვენი აკადემიური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, პროფესორ დავით პატარაიას ძალიან ღირებული ნაშრომის პრეზენტაციაა. ეს არის ორიგინალური და კარგად სტრუქტურირებული ნაშრომი, რომელიც  მოიცავს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

სახელმძღვანელოში „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“  ზოგად საკითხებთან ერთად,  განხილულია სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო პასუხისმგებლობის სამართალი, იურისდიქცია, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართალი, ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი, საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ეს სახელმძღვანელო იქნება არსებითი საკითხავი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ზოგადი კურსის სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაეცნოს საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს გაღრმავებული კურსებით მათ შესწავლამდე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240