წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია თუ-ში

თსუ ფერაძე

„გრიგოლ ფერაძის მასშტაბის საზოგადო მოღვაწით ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო იამაყებდა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ  წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს საქართველოსა და პოლონეთის წინაშე გაწეულ წმინდანის ღვაწლზე ესაუბრა. „გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო ნაშრომები უნიკალურია და იმ ეპოქის გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელშიც წმინდანი მოღვაწეობდა. სიმბოლურია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ერთდროულად მივაგებთ პატივს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენცია „წმინდანის დაბრუნება“ გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ვიდეო კადრებით გაიხსნა, რომელშიც კათალიკოს-პატრიარქმა წმინდა გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ასევე,  ნაჩვენები იყო ნაწყვეტი „წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირის“ მიერ 2012 წელს მომზადებული ფილმიდან „წმინდანის აუხდენელი ოცნება.“

 

„საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი გრიგოლ ფერაძის სხვა ადამიანის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში და სხვის გადასარჩენად გაწირა თავი. დღეს ამ ტრაგიკული დღიდან 80 წელი გავიდა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. გრიგოლ  ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მასშტაბის პიროვნება იყო წმინდანი,“ - აღნიშნა თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭეიშვილმა.

 

კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.“

 

გრიგოლ ფერაძე 1918-1921 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი. იგი თეოლოგიური ცოდნის მისაღებად, 1921 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ, გერმანიაში გაგზავნა, სადაც ფილოსოფიის დოქტორი გახდა. იგი ქართული ეკლესიის ისტორიაზე ლექციებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა, იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. 1929 წელს ქართული დიასპორის თხოვნით ევროპაში პირველი ქართული მართლმადიდებელი წმინდა ნინოს ეკლესია დააარსა. 1931 წელს გრიგოლ ფერაძე ბერად აღიკვეცა. მას კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოში დაბრუნების უფლება არ მისცა, ამიტომ წმინდანმა სიცოცხლის ბოლო წლები პოლონეთში გაატარა. ფაშისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, გრიგოლ ფერაძე დაიჭირეს და ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. 1995 წლის 17 სექტემბერს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534