თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

განათლება 1657551531    65

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონია და, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი შტეფან მალერიუსი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სწორედ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები გადაეცა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის ოცამდე სტუდენტს, რაც სწავლის სრულ დაფინანსებასა და ყოველთვიურ სოლიდურ სტიპენდიას მოიცავს.

 

„დღეს სწავლა დაასრულეს ევროპისტიკის მიმართულების სტუდენტებმა. ეს არის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილია კონრად ადენაურის ფონდის მიერ. მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თითოეულ კურსდამთავრებულს. ისინი არიან სწორედ ის ახალგაზრდები, ვინც შექმნის ხვალინდელი ევროპის ისტორიას,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ამ პროგრამისთვის მადლიერი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. მიხარია, რომ ფონდს შესაძლებლობა ჰქონდა დახმარება გაეწია წარმატებული სტუდენტებისათვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს სწავლის დასრულებას,“-განაცხადა შტეფან მალერიუსმა.

 

ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს სამაგისტრო პროგრამა დაასრულეს უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებმა.  თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. „ევროპული კვლევების ინსტიტუტში უკვე 6 პროგრამა ფუნქციონირებს - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ორმაგი ხარისხის პროგრამები. პროგრამებზე სწავლობენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ სტუდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საერთაშორისო ჯგუფმა ხელი შეუწყო პროგრამის ინტერნაციონალიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და გაზარდა იმ კურსდამთავრებულთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებენ ევროპულ ღირებულებებს,“- აღნიშნა ნინო ლაპიაშვილმა. 

 

სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა - დანიელა ურსემ, ვასილ კაჭარავამ და თამაზ ზუბიაშვილმა. კურსდამთავრებულებს თსუ-ის რექტორმა და კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა სწავლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს.

 

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო და გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი თსუ-ის კაპელას შესრულებით. ამასთან, წელს, პროგრამის ყველაზე წარმატებული სტუდენტის სტატუსი უკრაინელმა სტუდენტმა ელიზავეტა კოჩეკოვამ მოიპოვა. „დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან სამწლიანი ონლაინ სწავლის შემდეგ პირველად შევხვდი კოლეგებს. მოგვეცა შესაძლებლობა პირისპირ შევხვედროდით და გაგვეზიარებინა აზრები და შეხედულებები . ასევე, სასიამოვნო იყო უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერა,“-აღნიშნა ელიზავეტა კოჩეკოვამ.

 

ღონისძიება, ტარდიციულად, ქუდების აყრით დასრულდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვარაცხელია
15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" შემადგენლობაში, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...

სპორტი 1660513085

ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460