თსუ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღჭურვა მდ. ვერეზე

თსუ

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია  დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ. 

 

მდინარე ვერეზე 2015 წლის კატასტროფული მოვლენის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომლებს არ შეუწყვეტიათ მდინარისა და მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ყოველდღიური მონიტორინგი, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია უკვე აღარ არსებობდა და ყოველი ანათვლის აღება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული; ლაბორატორიაში არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესიც - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას.

 

2023-2024 წლებში საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თსუ-ის დაფინანსებით შეიქმნა თანამედროვე, ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომლის მეშვეობით გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან ერთად ხდება მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირება. გარდა ამისა, აიგო ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ჩატარდება მდინარის წყლიანობის გაზომვები, განსაკუთრებით წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების დროს. ,,ეს ხიდი არის მხოლოდ დასაწყისი იმ საქმისა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ლაბორატორიისთვის.  ჩვენი მიზანია მეცნიერების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს ამ ლაბორატორიის აღჭურვას თანამედროვე აპარატურით,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მერაბ ალავერდაშვილის თქმით, „2015 წელს განადგურებული ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის და გამართული საქმიანობისთვის ხიდის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. ხიდმა საშუალება მოგვცა უხვწყლიანობის პერიოდში გავზომოთ მდინარე ვერეს წყლის ხარჯები. ეს მნიშვნელოვანია ამ მდინარის მონიტორინგისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია წყალმოვარდნები.“

 

თსუ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, ხიდთან ერთად გაიყვანეს წყლის დამაწყნარებელი არხი, დამონტაჟდა წყლის დონეების საზომი ლარტყა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის დონეებისა და ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტად გადამცემი დანადგარი, ხოლო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ ავტომატური მეტეოსადგური. შემოიფარგლა მეტეოროლოგიური მოედანი და აშენდა მეტეოროლოგიურ ხელსაწყოთა შესანახი სათავსო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მესხი
პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა

 პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.   "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...

პოლიტიკა 1745520206

მაკრონი
"ერთადერთი აგრესორი არსებულ სიტუაციაში რუსეთია და ამერიკის რისხვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745512635

გზის გადაკეტვა გმირთა მოედანზე
"გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, ნაწილს შსს უარს ეუბნება საჩივრის დაკმაყოფილებაზე... როგორ ვასაჩივრებთ" - ნიკა სიმონიშვილის რჩევები

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...

პოლიტიკა 1745512091

ქარსელაძე სოხაძ
ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა - "ოცნების" მთავრობაში მას რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...

პოლიტიკა 1745510692

წილოსანი გელაძე
„შენ ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრობ, სამოთხეში მაინც ვერ მოხვდები და ეშმაკთანაც გაიფუჭებ საქმესო“ - რა ანეგდოტი გაახსენა ლაშა მგელაძე წილოსანის განცხადებამ

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...

სოცმედია 1745510452

სანქციები
"ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ... მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა" - ზახაროვა

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...

პოლიტიკა 1745510001