თსუ-მ უკრაინელი სტუდენტი მიიღო

უკრაინელი სტუდენტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინელი სტუდენტი ვლადისლავ სავიაკი მიიღო, რომელიც სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს და გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტისგან დამატებით სტიპენდიას მიიღებს. სტუდენტს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომდგენლები შეხვდნენ. “ვლადი არის ერთ-ერთი პირველი უკრაინელი სტუდენტი, რომელიც ჩამოვიდა ლვოვიდან და სწავლას გააგრძელებს თსუ-ში, ISET-ში ეკონომიკის მიმართულებით. ამდროისთვის, სულ 6 უკრაინელი სტუდენტი გვყავს. მათთვის გამოვყავით ადგილები საერთო საცხოვრებელში და მაქსიმალურად შევეცდებით რომ მეტი უკრაინელი სტუდენტი მივიღოთ. მუდმივად გვაქვს კავშირი უკრაინის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, გვაქვს მოლაპარაკებები უკრაინელ პროფესორებთან და  მუდმივად ვართ ხაზზე, რომ შევთანხმდეთ, თუ ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. იმედია ომი მალე დასრულდება და დასრულდება ისე, როგორც ყველას გვინდა“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, თსუ შეეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს  სტუდენტებს და მისცეს შესაბამისი  განათლება და რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას.

ვლადისლავ სავიაკი იტალიაში ტუშას უნივერსიტეტში სწავლობს.  რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების დროს არდადეგებზე იმყოფებოდა უკრაინაში და ვერ ახერხებდა ლვოვიდან გამოსვლას. ის უკვე საქართველოშია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  „ერასმუს პლუს“ პროგრამის ფარგლებში ისწავლის. პერსონალი და სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან. თავი სამოთხეში „თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებელი შესანიშნავია. ყველაფერი არის სუფთა, ვიგრძენი უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. ქართველები და უკრაინელები მეგობარი და თანამოძმე ერები არიან და ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღე“-აღნიშნა ვლადისლავ სავიაკმა.

უახლოეს დღეებში უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში კიდევ რამდენიმე სტუდენტს ელიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220