თსუ მზადაა ისრაელის მოქალაქე სტუდენტების მისაღებად

განათლება 1648113468    88

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ. ამის შესახებ ისაუბრეს თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ისრაელის მოქალაქე სტუდენტები ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. „უნდა დაზუსტდეს მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები. ვისაუბრეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე არსებულ პროგრამაზე „მედიცინა“, რომელსაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია აქვს. ასევე, თსუ-ში ფუნქციონირებს 24 უცხოენოვანი პროგრამა, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია და ბიოქიმია, ეკონომიკის პროგრამები და სხვა. სწორედ აქ იგეგმება ამ სტუდენტების მობილობა, რომელთაც უნდა დააკმაყოფილონ თსუ-ს სტანდარტები,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ნისიმ ბენ შიტრიტის თქმით, უკრაინიდან საქართველოში 1500-მდე სტუდენტის მობილობა იგეგმება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ძირითადად, მედიცინის პროგრამებზე. „ვცდილობთ, რომ  დახმარება აღმოვუჩინოთ სტუდენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომლებიც უკრაინის სხვდასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. იმედია, არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ და სამომავლოდ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მჯერა, რომ ეს შეხვედრა ძალიან კარგი ურთიერთობის საწყისი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელს შორის,“- აღნიშნა ნისიმ ბენ შიტრიტმა.

თსუ რექტორის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი ისრაელის მოქალაქეების განაცხადებს ინდივიდუალურად განიხილავს და მიიღებს მათ. მისი თქმით,  ისრაელის მოქალაქე სტუდენტების მისაღებად საკმარისი აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი  შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657093124

კალაძე
წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...

საზოგადოება 1657093046

კალაძე
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...

საზოგადოება 1657092982

პარკი დიღომში
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...

საზოგადოება 1657092849

დაკავებული ქართველები
ეს ქართველები საბერძნეთში დააკავეს - დიდი სპეცოპერაცია ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.  ბერძნული მედია კი დაკავებულ...

კრიმინალი 1657092407

ალტ ინფო
„ალტ ინფოს“ თავდასხმა „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე - საგამოძიები სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...

სამართალი 1657091875