თსუ სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების დაფინანსებას იწყებს

თსუ - საგრანტო პროექტები (1)

მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევართა საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების  დაფინანსება იწყება. ახალი ინიციატივა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოიყოფა და შვიდივე ფაკულტეტის სამეცნიერო აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებისთვის გადანაწილდება.

ახალი პროექტი, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევების წახალისება, ახალი ცოდნის შექმნა, არსებული პროექტების გაფართოება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ხელს შეუწყობს თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ინოვაციურ პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობის გაძლიერებას.

 

საგრანტო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის მოტივაციის ამაღლებას,  სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კვლევითი გარემოს შექმნას.

საგრანტო კონკურსები  მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება თსუ-ის სტუდენტებისთვისაც. მომავალ წელს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან ერთად,  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს პირველად ექნებათ კონკურსში მონაწილეობისა

 

და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით რესურსებს, რაც მათ დაეხმარებათ განავითარონ საკუთარი კვლევითი უნარები და განახორციელონ ინოვაციური პროექტები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644