თსუ-ში ახალი სასწავლო წელი იწყება
განათლება • 1695021481 177

ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებლისთვის და 25 ათასზე მეტი სტუდენტისთვის ახალი სასწავლო წელი იწყება. მათ შორის, სწავლას იწყებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 6200 პირველსემესტრელიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა
საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.
ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: მოეწყო სასწავლო კორპუსების გარე სივრცეები, რამდენიმე სასწავლო კორპუსში განახლდა სააუდიტორიო ინვენტარი, სასწავლო კორპუსების დერეფნებსა და ჰოლებში მოეწყო სტუდენტური და საპროფესორო სივრცეები.

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633

ყველას, საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავ...
პოლიტიკა • 1695894231

ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი, - ამის შესახებ კულტურის სამი...
საზოგადოება • 1695893707