განათლება • 1700205561 35
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბი „პოლიტიკური სკოლა" დაფუძნდა, რომლის ორგანიზატორები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები არიან.
კლუბის დაფუძნება სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და კლუბის პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
,,უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ადამიანებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკური კულტურა, დებატების ხელოვნება, ოპონენტთან ურთიერთობა და განსხვავებული აზრის პატივისცემა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ერთად დასხდეთ და იმსჯელოთ ქვეყნის მომავალზე, მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე და ხშირად გამართოთ დისკუსიები მსგავს საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში გაწევრიანების სურვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოთქვეს, რადგან ერთობლივი პროექტებით და ღონისძიებებით ხელი შეეწყობა ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობას და სტუდენტების მეტად დაახლოებას” - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.
სტუდენტური ინიციატივის მიზანია პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საკითხში წვლილის შეტანა. კლუბში გაწევრიანება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი