ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა თსუ-ს 5 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა
განათლება • 1668520007 189

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს დაუფინანსდა ერთი წლის სწავლის საფასური. სტუდენტების სწავლა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით დაფინანსდა.
„სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეული 5 სტუდენტის სწავლის წლიური საფასური დააფინანსა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა. პირველ ეტაპზე 11 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სტუდენტებისათვის, რაც გარკვეულ სტიმულს მისცემს ჩვენს სტუდენტებს წარმატების მისაღწევად,“- განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხეზე ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წარმომადგენლის გელა გელაძის თქმით, შესაძლოა, არქიმანდრიტი ეფრემი მომავალ წელსაც ეწვიოს საქართველოს და უნივერსიტეტს. „ვიმედოვნებ, რომ ყველა დაფინანსებული სტუდენტი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენებს,“- აღნიშნა გელა გელაძემ.
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი სექტემბერში საქართველოში ვიზიტის დროს თსუ-ში იმყოფებოდა, შეხვდა სტუდენტებს, საჩუქრად გადასცა წიგნები და გამოთქვა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების სურვილი. ამ დროისთვის 16 სტუდენტს დაუფინანსდა მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასური.

გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმ...
შემთხვევა • 1696271460

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...
კრიმინალი • 1696270347

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...
პოლიტიკა • 1696269540

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481