"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე
განათლება • 1789282609
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესება და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევაა.
მისივე განცხადებით, უკვე მესამე წელია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელ კლასებში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება. მიმდინარე სასწავლო წელს პროექტი 89 სკოლას მოიცავს, სადაც მოსწავლეები ატესტატთან ერთად პროფესიულ დიპლომსაც იღებენ.
მიქანაძემ აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 24%-დან 74%-მდე გაზარდა.
„რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შემოტანილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში ეს ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და ჯამში 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს მაისში გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დამთავრებულებმა მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პირდაპირ გეტყვით, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც პირველ რიგში ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული პროფესია შეიძინოს.
ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისია ეს კონკრეტული პროფესიები და დასაქმდნენ. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24 პროცენტი თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74 პროცენტზე ვართ ასული. სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით რა მიმართულებით რა სპეციალისტები გვჭირდება და ამ მიმართულებაში გვაქვს ინვესტირება. ამ ადამიანების სწორი გადამზადებით და მოთხოვნასთან შესაბამისი გადამზადებით სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს.
ამასთანავე გეტყვით, რომ თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და ამ სასწავლო პროცესს გადიან.
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პროფესიული განათლება მიღებული ადამიანი როგორ შეიძლება იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხიანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, - აღნიშნა მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









