„ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა“ - გოგონა, რომელსაც ოქროს მედალი სკოლის დამთავრებიდან ორი წლის მერე მისცეს

განათლება 1653049905    1978

გოგო და ოქროს მედალი

სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და თანაც უკანასკნელად.შეუძლებელია 12 წლის განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ  ასევე დაგაინტერესებთ  როდის გადასცემს განათლების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებსა და მედლებს - უწყების განმარტება  რომელ მოსწავლეებს გადაეცემათ ოქროსა და ვერცხლის მედლები და რა შეღავათით სარგებლობენ მათი მფლობელები  მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245

რიკი მარტინი
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება სასამართლოს ძალით აეკრძალა

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...

მსოფლიო 1657087097

მკვლელობა
საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...

კრიმინალი 1657086967

ასტამური
„უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჩემი მეგობრის შვილი, 2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს, დაეცა გმირულად ხარკოვთან რუსებთან ბრძოლის დროს“

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...

სოცმედია 1657086862

ეპიდსიტუაცია
„პიკი შემოდგმაზე იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე კორონას ახალ ტალღაზე

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...

Covid 19 1657086619