„ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ - სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია თსუ-ში

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 ვიდეოკლიპი - კვალიფიციური საგანმანათლებლო რესურსი (თვალსაჩინო ვიდეოები და განმარტებითი პრეზენტაციები). ვიდეოკლიპების მიზანია შეიქმნას ვირტუალური სივრცე, რომელიც მშობლის მხარდამჭერის როლს იტვირთებს და პასუხს გასცემს მათ კითხვებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით,  სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი თსუ-ში 2017 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში თსუ ბიუჯეტიდან  2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო  და დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი. „წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ავტორებს, ვიდეოკლიპები მშობლებს დაეხმარება, რომ უკეთ მიუდგნენ თავიანთ შვილებს და მეც სიამოვნებით მოვისმენ პროექტის ავტორების რეკომენდაციებს. წარმატებებს ვუსურვებ ასევე იმ კონკურსანტებს, რომლებიც მომავალში შემოიტანენ განაცხადს შესაბამისი საბჭოს სახელზე და მიიღებენ დაფინანსებას,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

პროექტი „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. თსუ პროფესორმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მზია წერეთელმა აღნიშნა,  რომ ვიდეოკლიპები, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს ასახავს, უნიკალურია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ქართულ ენაზე შექმნილ პირველ სასწავლო ვიდეორესურსს სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, აკადემიური წრეებისთვისა და ფართო საზოგადოებისთვის. „ამ სახის რესურსები არ გაგვაჩნია ქართულ ენაზე, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება მოკლებული იყო სიამოვნებას - საკუთარი თვალით ენახა ამ ტიპის ექსპერიმენტები და  ბავშვის განვითარების თავისებურებები. ამასთანავე, უშუალოდ დარწმუნებულიყო, როგორია პროცესი და რაც მთავარია, გაცნობოდა  ამ თავისებურებების შესახებ კვალიფიციურ ახსნას.  იმედი მაქვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და ჩვენი ინსტიტუტი, ასევე დარგის სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობას  გააგრძელებენ და მსგავსი ტიპის მრავალ რესურსს შექმნიან,“- აღნიშნა მზია წერეთელმა.

პროექტის ავტორები არიან  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები ბაია კუბლაშვილი და თათა მაღლაკელიძე.

ბაია კუბლაშვილის თქმით,  პროექტის შედეგად მიღებული მასალა ხელს შეუწყობს მშობლების ცნობიერების ამაღლებას შვილების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით. შექმნილი რესურსით ისარგებლებენ როგორც მშობლები, ისე ფსიქოლოგიისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები. „ვიდეო რესურსები მომზადდა სწავლისა და განვითარების თეორეტიკოსების ცნობილი ექსპერიმენტების მიხედვით. ისინი მოერგო ქართულ რეალობას. ჩვენი სამიზნე აუდიტორია გახლავთ მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და, რაც მთავარია, მშობლები. ჩვენი მიზანია, ქართული ვიდეორესურსების სახით, გავაზიაროთ  ასაკობრივი განვითარების ის ძირითადი  თავისებურებები, რომლითაც ბავშვებში განვითარების პროცესი ხასიათდება. ვიდეორესურსები სოციალურ ქსელში გავრცელდება, ასევე შეიქმნება პლატფორმა, სადაც მხარდაჭერას აღვუთქვამთ მშობლებს და მათთვის საინტერესო  ყველა კითხვას, როგორც წერილობით, ისე ვებინარების ფორმატით ვუპასუხებთ, “ - აღნიშნა ბაია კუბლაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163