ვორქშოფი საერთაშორისო სისხლის სამართალში

თსუ-სირაკუზა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს შესაძლებლობა აქვთ სფეროს უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართალში, კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით.

 

საპილოტე სასწავლო პროგრამა (REACT)  თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს (სირაკუზის ინსტიტუტს) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სირაკუზის ინსტიტუტის ინიციატივას, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ხორციელდება და ეხება საპილოტე სასწავლო პროგრამას ქართველი გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის.

 

სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

 

ღონისძიების გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ სემინარის მონაწილეებთან საპილოტე სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე, ასევე,  საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, REACT სასწავლო პლატფორმა პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით სესიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  18-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთაველის თეატრის სცენა
„კატიუშა” - რუსი სტუდენტები რუსთაველის თეატრის სცენაზე

„კატიუშა” და სხვა მელოდიები - რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის...

პოლიტიკა 1779084106

მირცხულავა
„ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:პრე - ჩვენ ვყვიროდით - ცოტანი... პოსტ - თქვენ იყვირეთ - ბევრმა... და ვაი, ვაი, არ გამაგონოთ.... ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება....

სოცმედია 1779083590

დუუგინი დუგინი
"რაც უფრო დიდხანს უძლებს რუსეთი, რაც უფრო მეტად ძლიერდება ჩინეთი, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს ირანი და რაც უფრო მეტად ურჩობს ჩრდილოეთ კორეა - მით უფრო გარდაუვალი ხდება მრავალპოლუსიანი სამყარო" - დუგინი

"რაც უფრო დიდხანს უძლებს რუსეთი, რაც უფრო მეტად ძლიერდება ჩინეთი, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს ირანი და რაც უფრო მეტად ურჩობს ჩრდილოეთ კორეა - მით უფრო გარდაუვალი ხდება მრავალპოლუსიანი სამყარო" |...

მსოფლიო 1779083423

შიო მესამე
„ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან... უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების“ - შიო III

"თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებ...

საზოგადოება 1779074483

ტრამპი
"ირანისთვის დრო იწურება და სჯობს, ძალიან სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან აღარაფერი დარჩება“ - ტრამპი

"ირანისთვის დრო იწურება და სჯობს სწრაფად, ძალიან სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან აღარაფერი დარჩება. დრო არ ითმენს!" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე

მსოფლიო 1779074250

მეუფე ზენონი
„ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობითაც“ — მეუფე ზენონი

მეუფე ზენონი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებები მხოლოდ ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. მისი შეფასებით, ოჯახების სიმტკიცე პირდაპ...

საზოგადოება 1779074196