210 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, 49 ექიმს კი სერთიფიკატი გაუუქმდა

ჯანმრთელობა 1668674140    119

ექიმი

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი ხუთი საკითხი განიხილეს და რვა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, ოთხ ექიმს შეუჩერდა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420