8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის რჩევა
ჯანმრთელობა • 1694576446
ექიმი გიორგი ღოღობერიძე 8 პროდუქტს ასახელებს, რომლის მიღებაც უზმოდ არ შეიძლება.
ამ პროდუქტების უზმოდ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გასტრიტი ან ეზოფაგიტი, ნაწლავური პათოლოგიები და სხვა დაავადებები.
„ყველაზე გავრცელებული მათ შორის, ეს არის ცხარე საკვები, მასში არსებული ნივთიერებები კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ანთებას და მისი მიღება მშიერზე არ შეიძლება. ბევრი თვლის, რომ ცხარე საკვები კუჭის წყლულს იწვევს, რაც არასწორია, უბრალოს მას შეუძლია წყლულის გაღიზიანება.
მეორე, ეს არის ძალიან ტკბილი საკვები ან სასმელი. როცა ადამიანი იღებს დიდი ოდენობით შაქარს უზმოდ, გლუკოზა უცებ იმატებს და პანკრეასი გამოიმუშავებს დიდი ოდენობით ინსულინს, რაც იწვევს სისუსტეს დღის მანძილზე.
მშიერ კუჭზე არ არის რეკომენდებული გამაგრილებელი სასმელები, რადგან კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს, იმატებს მჟავების რაოდენობა, რაც ამწვავებს მდგომარეობას.
ცივი საკვები დილას ასევე არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ კუჭში ტემპერატურა დაახლოებით არის 37.6 გრადუსი, როცა თქვენ იღებთ ძალიან ცივ პროდუქტს, კუჭში ტემპერატურა იკლებს და პაციენტს უმძაფრდება პრობლემები, რომელიც იქამდეც ჰქონდა.
უზმოდ არ შეიძლება ციტრუსები, რადგან ისინი შეიცავენ მჟავებს, რაც კუჭის ლორწოვანს გააღიზიანებს.
ყავა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ საქმე არ ეხება გასტრო-ეზოფაგალურ რეფლუქსს. ამიტომ ამ დაავადების დროს დილას ყავის მიღება არ შეიძლება.
დილას არ მიიღოთ ასპირინი და არასტეროიდული მედიკამენტები, რადგან მშიერ კუჭზე ისინი იწვევენ ფერმენტების დაბლოკვას, რის გამოც კუჭის ლორწოვანი გარსი თხელდება.
მერვე, ეს არის ალკოჰოლი, რადგან ის მშიერზე ერთბაშად შეიწოვება და დიდია ინტოქსიკაციის საფრთხე“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899












